ტაივანური კომპანია ლიბანში აფეთქებული პეიჯერების დამზადებას უარყოფს 

18 სექტემბერი 2024, 08:38 274 ნახვა

ტაივანის პოლიცია და  ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური პირები ლიბანში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით  გამოძიების ფარგლებში პეიჯერების მწარმოებელ  კომპანია გოლდ აპოლოს ოფისში მივიდნენ. კომპანია ირწმუნება, რომ  პეიჯერები, რომლებიც ლიბანში აფეთქებებისთვის გამოიყენეს, მას არ დაუმზადებია.

კომპანიის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეი-არ-924 მოდელის წარმოება და გაყიდვა მოხდა ბი-ეი-ჯის მიერ რომელსაც აქვს ლიცენზია ამ ბრენდის  გამოსაყენებლად. პეიჯერების აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და თითქმის 3 ათასი დაშავდა. 

ჰეზბოლას წევრების მიერ გამოყენებული პეიჯერები ლიბანის მასშტაბით ერთდროულად აფეთქდა.

ლიბანის სპეცსამსახურების განცხადებით, ლიბანის შიიტურმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ტაივანურ კომპანია გოლდ აპოლოს 5 ათასი  პეიჯერი შეუკვეთა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი