ქართველებმა ძალიან გვაჯობეს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ - ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი

07 სექტემბერი 2024, 23:26 2571 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა.

"ძალიან გულდაწყვეტილი ვარ დღევანდელი თამაშით, უკმაყოფილო ვარ. თამაშის დროს ვნერვიულობდით, უარყოფითი განწყობა გვქონდა მატჩის მსვლელობის დროს. დღეს ვნახეთ, რომ ქართველებმა ძალიან გვაჯობეს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა.

ვგრძნობდით სტადიონის ემოციებს. არც გვიკვირს, რომ საქართველოს ნაკრებს საოცარი მხარდაჭერა ჰქონდა. ეს მუხტი სტადიონზე იგრძნობოდა, რაც ჩვენს ფეხბურთელებზე ცოტა დამრთგუნველად მოქმედებდა'', - განაცხადა ჰაშეკმა.

მომდევნო მატჩს ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველო 10 სექტემბერს გასვლაზე ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში