პარალიმპიადაზე ქართველი პარაძიუდოისტების წარმატებული გამოსვლა გრძელდება

06 სექტემბერი 2024, 15:09 483 ნახვა

პარიზში მიმდინარე პარალიმპიადაზე ქართველი პარასპორტსმენების წარმატებული გამოსვლა გრძელდება. პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (73 კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიადის ფინალში იასპარეზებს.

გიორგიმ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ტოკიოს პარალიმპიადის ოქროს მედალოსანს უზბეკ უჩკუნ კურანბაევს მარტივად იპონით სძლია. ოქროს მედლისთვის ორთაბრძოლაში ქართველი პარასპორტსმენი იაპონელ იუჯირო სეტოს დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, დღეს ტურნირზე კიდევ ერთი ქართველი პარა ძიუდოისტი ინა ქალდანი (70 კგ, კატეგორია J2) ასპარეზობს. ინა ნახევარფინალში ჩინელ იუე ვანგთან იპონით დამარცხდა. თუმცა ის ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე ყაზახი აიალა მერეკე იქნება. ფინალური ბლოკი დღეს 18:00 საათიდან დაიწყება.

ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ხუთი მედალი აქვს, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი