ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ასპარეზობას რეპეშაჟში გააგრძელებენ

04 სექტემბერი 2024, 14:09 296 ნახვა

პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა პარასპორტსმენმა ბრაზილიელი მონიკა სანტოსი 15:13 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა დამარცხდა და ასპარეზობას რეპეშაჟში გააგრძელებს.

ნინა თიბილაშვილი პარალიმპიურ თამაშებზე რაპირით ფარიკაობის პირველ შეხვედრაში სამხრეთ კორეელ სპორტსმენთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა. შეგახსნებთ, რომ თიბილაშვილმა პარალიმპიურ თამაშებზე ხმლით ფარიკაობაშიც იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში