ბათუმელი ძიუდოისტების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

02 სექტემბერი 2024, 09:52 731 ნახვა

თურქეთის ქალაქ სამსუნში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის წარმატებით იასპარეზეს ბათუმის სპორტის სასახლის ძიუდოსიტებმა, რომლებმაც სხვადასხვა სინჯის ოთხი მედალი მოიპოვეს. ტურნირის ჩემპიონი ლუკა სოლომონიძე გახდა, ვერცხლის მედლები მოიპოვეს ბაჩი ჯაიანმა და ლევან ვარშანიძემ. სანდრო ფუტკარაძე კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

აქვე გეტყვით, რომ 12-13 სექტემბერს ქალაქი ბათუმი უმასპინძლებს საერთაშორისო ტურნირს ძიუდოში ,,შავი ზღვის თასი'', რომელიც ეძღვნება საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის სოლომონ ფეიქრიშვილის ხსოვნას. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის 2007-2008 წლებში დაბადებული სპორტსმენები.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი