„ბორჯღალოსნები“ შემოდგომის ტესტ-მატჩების სერიას იტალიით იწყებენ

27 აგვისტო 2024, 12:13 99 ნახვა

2024 წლის შემოდგომის ტესტმატჩების სერიის ფარგლებში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 17 ნოემბერს გენუაში იტალიას დაუპირისპირდება, მატჩი „ლუიჯი ფერარიზე“ თბილისის დროით 20:40 საათზე დაიწყება. საქართველოსა და იტალიის ნაკრებები ერთმანეთს აქამდე ხუთჯერ შეხვდნენ, ოთხი შეხვედრა იტალიელებმა მოიგეს, ერთი კი – „ბორჯღალოსნებმა“.

საქართველომ იტალიას ამ ხუთ თამაშში რვა ლელო დაუდო და 88 ქულა მოიპოვა, ხოლო თავად 20 ლელო და 160 ქულა მიიღო. ერთადერთი გამარჯვება ჩვენმა ნაკრებმა იტალიის წინააღმდეგ  2022 წელს ბათუმში გამართულ შეხვედრაში მოახერხა, სადაც მეტოქე 29:18 დაამარცხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში