საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ტესტ-მატჩში იტალიას დაუპირისპირდება

26 აგვისტო 2024, 19:47 361 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2024 წლის შემოდგომის ტესტ-მატჩების სერიის  ფარგლებში, 17 ნოემბერს, გენუაში,  იტალიას დაუპირისპირდება.

საქართველოსა და იტალიის ნაკრებები ისტორიის მანძილზე ერთმანეთს აქამდე ხუთჯერ შეხვდნენ, ოთხი შეხვედრა იტალიელებმა მოიგეს, ერთი კი – „ბორჯღალოსნებმა“.

ერთადერთი გამარჯვება ჩვენმა ნაკრებმა იტალიის წინააღმდეგ  2022 წელს ბათუმში გამართულ შეხვედრაში მოახერხეს, სადაც მეტოქე 29:18 დაამარცხეს.

საქართველოსა და იტალიის რიგით მეექვსე დაპირისპირება „ლუიჯი ფერარიზე“ თბილისის დროით 20:40 საათზე დაიწყება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში