სპორტის სამინისტრომ საცხენოსნო კლუბების დათვალიერება-აღწერა დაიწყო

23 აგვისტო 2024, 14:37 276 ნახვა

საქართველოს კულტურისა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით საცხენოსნო კლუბების დათვალიერება და მათი საჭიროებების აღწერა დაიწყო. თეა წულუკიანმა საქართველოს ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად დაათვალიერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი, მამა იაკობის მიერ დაფუძნებული საცხენოსნო კლუბი „ხარება“.

მინისტრი გაეცნო კლუბის მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მანეჟის მოწყობას, რათა სპორტსმენებსა და ცხენებს ნებისმიერ სეზონზე ჰქონდეთ სრულფასოვნად ვარჯიშის შესაძლებლობა. თეა წულუკიანმა კლუბისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუზიარა მოსაზრება, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცედურა, რომ მიიღონ სამინისტროს მხარდაჭერა და შესაბამისი ხელშეწყობა აღუთქვა პროფესიული, სამოყვარულო და ტრადიციული ქართული ცხენოსნობის განვითარებაში.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი