რუსეთის პრეზიდენტი ბაქოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება

19 აგვისტო 2024, 14:56 324 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ბაქოში იმყოფება, პატივი მიაგო პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტის და მოქმედი ლიდერის ილჰამ ალიევის მამის  ჰეიდარ ალიევის ხსოვნას. პუტინმა ასევე გვირგვინით შეამკო დაღუპული აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მემორიალი.  ამ წუთებში  აზერბაიჯანის პრეზიდენტის „ზაგულბას“ რეზიდენციაში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა მიმდინარეობს.

რუსეთის პრეზიდენტმა აზერბაჯანელ კოლეგას ბაქოში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ვიზიტზე დიდი ხანია შეთანხმდნენ.  პუტინისა და ალიევის მოლაპარაკებები ვიწრო და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართება, რის შედეგადაც რამდენიმე დოკუმენტი გაფორმდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში