ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში გავიდა

07 აგვისტო 2024, 15:10 489 ნახვა

პარიზის ოლიმპიური თამაშების მე-12 საშეჯიბრო დღეს ასპარეზში ჩაება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ლაშა გობაძე (87 კგ).

მსოფლიო ჩემპიონი და ამავე რანგის ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ასევე ევროპის ჩემპიონატების თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი ქართველი ფალავანი ოლიმპიურ ხალიჩაზე გამოსვლას მერვედფინალიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში 2-1 დაამარცხა ალჟირელ ბაშირ სიდ აზარა და მეოთხედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი რამაზ ზოიძე (67 კგ) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ იგი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ მისი დამმარცხებელი ფალავანი ტურნირის ფინალში გასვლას მოახერხებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი