თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულების მატარებლებზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოები განთავსდა

26 ივლისი 2024, 12:32 123 ნახვა
 

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულების სამგზავრო მატარებლების ფანჯრები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოებით დაიბრენდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

როგორც საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის.

მათივე ცნობით, ბრენდირებული მატარებლები ბათუმის რეისებზე მთელი სეზონის განმავლობაში იმოძრავებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში