საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს რთული მატჩი ელოდება

04 ივლისი 2024, 09:58 313 ნახვა

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქეთა მატჩში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. მასპინძელი ლატვია ფილიპინებთან 80:89 დამარცხდა.

ლატვიის გამარჯვების შემთხვევაში, ბოლო ტურში, საქართველოს ჯგუფიდან გასასვლელად ფილიპინებთან მინიმალური სხვაობით მოგებაც ეყოფოდა, რადგან სამგუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში ორი გადის. ფილიპინების გამარჯვებამ კი „ჯვაროსნებს“ საქმე გაურთულა. ნახევარფინალში მხოლოდ იმ შემთხვევაში გავლენ, თუ ფილიპინებს 19 და მეტი ქულით მოუგებენ.

ქართველების გამარჯვების შემთხვევაში სამივე გუნდს თითო მოგება დაუგროვდება. პლეი ოფში გამსვლელი დუეტი კი ბურთების შეფარდებით გაირკვევა. ლატვიამ ჯგუფური ეტაპი უკვე დაასრულა და ქულათა სხვაობა +19 აქვს, ფილიპინებს +9, საქართველოს -28.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი