ევროპული თავგადასავალი გრძელდება

30 ივნისი 2024, 12:10 232 ნახვა

რამდენიმე საათი გამარჯვებამდე. ყველა ქართველს  გვჯერა, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპული თავგადასავალი მეოთხედფინალში გაგრძელდება. 

საქართველო-ესპანეთის შეხვედრა 23:00 საათზე გაიმართება და ქართველების გულისცემაც მატჩის მოახლოვებასთან ერთად ჩქარდება. ნაკრები ფორმაშია და რევანშისთვის მზადაა.

ჩვენს გუნდს ესპანეთის ნაკრებთან თამაშის გამოცდილებაც აქვს. აქვთ მოზღვავებული ჟინიც და მოტივაციაც, რომ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ მორიგი ტრიუმფი ვიზეიმოთ.

ვიცით რომ ორი ყვითელი ბარათის გამო ანზორ მექვაბიშვილი ესპანეთთან თამაშს დააკლდება, ასევე ძირითად შემადგენლობაში იგეგმება ცვლილებები. ვნახოთ ამჯერად რა ტაქტიკას აირჩევს მწვრთნელი, ამის შესახებ ცნობილი თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე გახდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში