თემურ სამხარაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

24 ივნისი 2024, 10:39 484 ნახვა

თემურ სამხარაძე ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია. ლიეტუვას ქალაქ დრუსკინინკაიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე თემურმა +120 კგ.წონით კატეგორიაში დიდებში სამჭიდის ჯამში 1087,5 კგ. დააგროვა რითიც დიდების ასაკში  ევროპის რეკორდი დაამყარა.

სამხარაძემ ასევე რეკორდები დაამყარა ცალკეულ მოძრაობებში. თემურმა ჩაჯდოში  430 კგ. დააფიქსირა, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის რეკორდია 23 წლამდელთა შორის;

მან ასევე მსოფლიოსა და ევროპის რეკორდი დაამყარა წოლჭიმსა (255 კგ.) და  ამოწევაში (402.5 კგ.)

ამ შედეგებით თემურ სამხარაძემ 2025 წლის მსოფლიო თამაშების ლიცენზია მოიპოვა, რომელიც ჩინეთში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი