პირველი ქულა ევროპაზე - პორტუგალიასთან გამარჯვება გვჭირდება

23 ივნისი 2024, 15:17 356 ნახვა

გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გუშინდელ შეხვედრაში, საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა  ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ფრე - ანგარიშით 1- 1 ითამაშა და ნაკრებმა  ისტორიული, პირველი ქულაც მოიპოვა.

ანგარიში ტაიმის მიწურულს გიორგი მიქაუტაძის შესრულებული 11მეტრიანით გაიხსნა. თამაში თავიდანვე შეტევით დაიწყო ჩეხეთის ნაკრებმა,რომელიც ამ შეხვედრაში ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშის შედეგად, ჩეხებმა გოლის გატანა მალევე ვერ მოახერხეს.

მათ ანგარიში მეორე ტაიმის საწყის წუთებში გაათანაბრეს,თუმცა მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს.მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების გოლკიპერი,გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.

რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, ის 26 ივნისს გაიმართება.ჩვენი ნაკრები ჯგუფისა და ტურნირის ფავორიტ პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება,რომელთან გამარჯვების შემთხვევაშიც,შემდეგ ეტაპზე თამაშის სერიოზულ შანსს მოიპოვებს. მატჩი ქალაქ გელზერკინხენში,თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში