საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან გამარჯვება სჭირდება

23 ივნისი 2024, 12:20 462 ნახვა

სამი დღე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩამდე.საქართველოს ნაკრებს პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი ექნება, ჩეხეთთან ევროპირველობის მეორე ტურში ჩატარებული მატჩის შემდეგ კი პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროპის ჩემპიონატზე აღებული პირველი,ისტორიული ქულის მნიშვნელობას.

“მიყვარს საქართველო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მოგების იმედი ნამდვილად არ მქონდა. დასაკარგი არაფერი გვაქვს, მთავარი გამოცდილების მიღებაა „- განაცხადა ნაკრების მწვრთნელმა.

შეგახსენებთ რომ გუშინდელ შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთის ნაკრებთან ფრე - ანგარიშით 1- 1 ითამაშა,ნაკრებს ისტორიული ქულა,გიორგი მიქაუტაძის შესრულებულმა 11მეტრიანმა მოუტანა,მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების გოლკიპერი,გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში