ბლინკენი თელ-ავივში შეხვედრებს მართავს

11 ივნისი 2024, 13:50 236 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა  განაცხადა, რომ ის შეხვდა ამერიკელი მძევლების ოჯახებს ისრაელში მას შემდეგ, რაც გაერომ მხარი დაუჭირა წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ბლინკენი თელ-ავივში შეხვდა ისრაელის ოფიციალურ პირებსაც მას  შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე  გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა ბაიდენის ინიციატივა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის ხელს შეუწყობს უსაფრთხოების სფეროში ისრაელის ინტერესებს, მძევლებს დააბრუნებს სახლში და იზრუნებს სიმშვიდის აღდგენაზე ისრაელ-ლიბანის საზღვართან.

ბაიდენის წინადადება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლებას ისრაელში  დაპატიმრებული პალესტინელების  სანაცვლოდ, რასაც საბოლოოდ ომის  დასრულება უნდა მოჰყვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში