ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის საარჩევნო კამპანია დაიწყო

27 მაისი 2024, 14:33 392 ნახვა

6-9 ივნისს ევროკავშირის მოქალაქეები კენჭს უყრიან 720 წევრიანი ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობას, რომელსაც ხუთწლიანი ვადით აირჩევენ.

ევროპარლამენტი არის ევროკავშირის სამი ინსტიტუტიდან ერთ-ერთი, რომელიც  27-ქვეყნიან ბლოკს მართავს. ევროკავშირის მთავრობებთან ერთად ის ღებულობს ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ კანონებს, რომლებიც არეგულირებენ პოლიტიკას და 450 მილიონიან ევროკავშირის ბაზარს.

საფრანგეთში წინასაარჩევნო კამპანია დღეს გაიხსნა. გამოკითხვების თანახმად, პოლიტიკური ცენტრის ირგვლივ მთავარი პროევროპული ჯგუფები- მემარჯვენე-ცენტრისტები, მემარცხენეები, მწვანეები და ლიბერალები - ნაკლები უმრავლესობით შევლენ ახალ პარლამენტში, ვიდრე ამჟამად არიან წარმოდგენილი.

არჩევნებში წარმატებას ულტრა-მემარჯვენეებს უწინასწარმეტყველებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში