უნგრეთში პრემიერ ორბანის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა

06 მაისი 2024, 10:24 362 ნახვა

ათასობით უნგრელმა მონაწილეობა მიიღო ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში  მოახლოებული  ევროპარლამენტისა და  ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც ივნისის დასაწყისშია დაგეგმილი. პიტერ მაგიარმა, მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც პოლიტოლოგები ორბანისთვის წლების განმავლობაში პირველ სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევენ, საპროტესტო  მიტინგი მოაწყო, რომელსაც 10 ათასი  ადამიანი ესწრებოდა.

ორბანის ოპონენტი მმართველ ძალას და ხელისუფლებას ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკას აკრიტიკებს  და აცხადებს, უნგრეთში ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ბავშვთა შემწეობის უკიდურესად დაბალი დონეა. ორბანი ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის უნგრეთი თავისი ეკონომიკის უდიდეს წილს ოჯახების დახმარებაზე ხარჯავს.

საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ორბანმა ევროკავშირის დახმარებები მმართველ პარტიასთან  დაახლოებულ ბიზნესმენებს მოახმარა, რათა ძალაუფლება განემტკიცებინა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი