ესპანეთის ლიგა ენდესას 31-ე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ მალაგას „უნიკახა“ დაძაბულ ბრძოლაში 87:86 დაამარცხა. კანარიელებმა რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „უნიკახასთან“ განცდილი მარცხისთვის რევანში აიღეს. გამარჯვებაში გიორგი შერმადინმა დიდი წვლილი შეიტანა.
ქართველმა ცენტრმა 24 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა.
„ლენოვო ტენერიფე“ 20 მოგებით და 11 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 5 მაისს, სტუმრად „ბრეოგანს“ დაუპირისპირდება.