ჩინეთმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას სახიფათო უწოდა. კურტ კემპბელმა მანამდე ივარაუდა, რომ ავსტრალიას, ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის შექმნილი სამხედრო პარტნიორობის ეგრეთწოდებული აუკუსის წყალქვეშა ნავის პროექტი ხელს შეუწყობს ტაივანის მიმართ ჩინეთიდან მომდინარე ნებისმიერი საფრთხის შეკავებას.
აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის უსაფრთხოების სფეროში შექმნილი ეგრეთწოდებული სამმხრივი პარტნიორობა მოწოდებულია რეგიონში სამხედრო დაპირისპირების პროვოკაციისთვის- განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე.
კემპბელმა კი ვაშინგტონში ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ახალი წყალქვეშა ნავები ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებას.