მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი “გოლდენ სტეიტის” წინააღმდეგ

01 აპრილი 2024, 11:22 719 ნახვა

სანდრო მამუკელაშვილმა “ნბა-ში” გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მისმა “სან ანტონიომ” “გოლდენ სტეიტს” უმასპინძლა და 113:117 დამარცხდა.

ქართველმა ფორვარდმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა. მამუკელაშვილმა მოედანზე 24:37 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე კი 10 ქულა, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.

სანდრომ თამაშიდან 6-ჯერ ისროლა, საიდანაც 4 სროლა ზუსტი იყო, მან ასევე 2 დან 2 ჯარიმა ჩააგდო. ამ დროისთვის „სან ანტონიოს“ 75-დან მხოლოდ 18 გამარჯვება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი