საქართველოს ნაკრები FC 24-ში ევროპის ჩემპიონატის წინ დაემატება

29 მარტი 2024, 10:52 411 ნახვა

საქართველოს ნაკრები ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორში, FC 24-ში, დაემატება. EA Sports ყოველი დიდი საფუხბურთო ფორუმის წინ სპეციალურ რეჟიმს უშვებს, რომელშიც ტურნირის ყველა ნაკრებია გაერთიანებული.

Electronic Arts-მა დაადასტურა, რომ სიახლეები ევროპის ჩემპიონატის უშუალოდ ტურნირის წინ უფასო განახლების დროს დაემატება. ეს რეჟიმი კი ყველა პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი.

FC 24-ში ამ დროისთვის 25 ქართველი ფეხბურთელია წარმოდგენილი, მათგან კი ყველაზე მაღალი რეიტინგი 86 ხვიჩა კვარაცხელიას აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში