გიორგი შერმადინი - ისევ MVP 

25 მარტი 2024, 08:03 382 ნახვა

ლენოვო ტენერიფეს ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში მესამედ და ზედიზედ მეორედ მოახერხა ტურის MVP-ს ტიტულის მოპოვება. გიორგიმ გრან კანარიასთან 27 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 5 დაფარება დააგროვა.

შერმადინმა კარიერაში ეს ჯილდო 21-ედ მოიგო და ლიგა ენდესას რეკორდსმენია. გიორგიმ წინა ტურში მოპოვებული MVP-ს წოდებით მოახერხა რეკორდის დამყარება, ახლა კი, თავისივე შედეგი გააუმჯობესა.

ლენოვო ტენერიფე ლიგა ენდესაში 16 მოგებითა და 10 მარცხით მე-5 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს ტენერიფე 30 მარტს პალენსიასთან გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი