ხელვაჩაურის ღია პირველობა კარატეში

23 მარტი 2024, 20:01 788 ნახვა

დღეს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლამ კარატეში ხელვაჩაურის ღია პირველობას უმასპინძლა. ტურნირი აჭარის კარატეს ფედერაციისა და ხელვაჩაურის მერიის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 6-დან 21 წლის ასაკამდე 200-ზე მეტი გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა.

ტურნირი მეორედ ჩატარდა და ორგანიზატორთა განცხადებით, ტრადიციული გახდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი