რუსეთის არჩევნებს არ დააკვირდებიან ევროპარლამენტარები

14 მარტი 2024, 10:52 384 ნახვა

ევროპარლამენტი არ გაგზავნის დამკვირვებლებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე.  ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის პრესრელიზში.   

ევროპელ კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ ევროპარლამენტის არც ერთი წევრი არ არის უფლებამოსილი დააკვირდეს ამ საარჩევნო პროცესს ევროპარლამენტის სახელით არც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და არც უკანონოდ ანექსირებული ყირიმის და არც რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ თუ ევროპარლამენტის რომელიმე წევრი გადაწყვეტს კომენტარის გაკეთებას ამ არჩევნებზე, ისინი ამას გააკეთებენ საკუთარი ინიციატივით და „არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუთითონ ევროპარლამენტი თავიანთ განცხადებებში ან ქმედებებში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი