ლაშა ტალახაძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს

20 თებერვალი 2024, 18:19 516 ნახვა

ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძე ვერ იასპარეზებს. 

ძალოსნობის ფედერაციის განცხადებით, ლაშა რეაბილიტაციის პროცესს გადის და შტაბის გადაწყვეტილებით ოლიმპიადისთვის რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით მიმდინარე ჩემპიონატს გამოტივებს. 

“ძალოსნობის გულშემატკივარი მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის  ასპარეზობას ელის, თუმცა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ლაშა მიმდინარე ჩემპიონატს გამოტოვებს.

როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ განაცხადა, ლაშა ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ამ ეტაპზე, ოლიმპიადისთვის რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ლაშას ასპარეზობა გამოირიცხა.

მოგეხსენებათ, მიმდინარე ჩემპიონატი არის პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო და რეგლამენტის თანახმად აუცილებელია სპორტსმენის აწონვა და სტარტზე გამოცხადება.  ლაშა ტალახაძემ სწორედ ეს წესი დაიცვა” - წერია ძალოსნობის ფედერაციის განცხადებაში.   
 
მძიმე წონაში ამ დროსთვის მიმდინარეობს ასპარეზობა, სადაც ბაქარ თურმანიძე იღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ რომ ტალახაძე ზედიზედ 7-გზის ევროპის ჩემპიონია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი