ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში ზურაბ მსხალაძე მეცხრე ადგილზე გავიდა

19 თებერვალი 2024, 09:44 396 ნახვა

ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 96 კგ წონით კატეგორიაში ზურაბ მსხალაძემ იასპარეზა. ქართველმა ძალოსანმა კონტინენტის პირველობაზე ატაცში თავი 151 კილოგრამს გაართვა და მე-12 ადგილზე გავიდა.

მსხალაძემ აკვრაში 192 კილოგრამის დაძლევით მეხუთე ადგილი დაიკავა, ორჭიდში მოგროვილი 343 კილოგრამით კი მეცხრე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა სპორტსმენისთვის დიდების ჩემპიონატი სადებიუტო იყო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი