მარიამ ბოლქვაძის მორიგი გამარჯვება

08 თებერვალი 2024, 09:58 255 ნახვა

მარიამ ბოლქვაძე ბირმინგემის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში იოლად დაამარცხა შვედი რინალდო პერსონსი 6:1, 6:4. შეხვედრა ერთ საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.

მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მეორე ნომრად განთესილი ხორვატი ანტონია რუჟიჩი იქნება. ეს მათი მეორე დაპირისპირება იქნება.

შარშან, ნოემბერში ბოლქვაძემ 21 წლის რუჟიჩი ორ სეტში დაამარცხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში