ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან გააცილეს

04 თებერვალი 2024, 11:44 801 ნახვა

დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი დიდი სუმოდან გააცილეს.

გამოსამშვიდობებელი ცერემონია, ტოკიოში “რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში გაიმართა, სადაც დანპაცუ-შიკის (თმის შეჭრის) რიტუალიც შედგა. 

ლევანის გადაწყვეტილებით, ქართველი გულშემატკივარი ცერემონიას უფასოდ დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი სუმოს კლუბ “კასუგანო ბეიას” რიკიში იყო, მისი დებიუტი კი 2006 წლის მარტის ბაშოზე შედგა. ქართველი სუმოისტი ჯამში 102 ბაშოზე გამოვიდა.

ლევანმა ერთხელ 2018 წლის იანვარში მოიგო უმაღლესი ჯილდო იმპერატორის თასი.  7 ბაშოს განმავლობაში ის ოძეკის რანგში ჭიდაობდა.

საერთო ჯამში ტოჩინოშინის ანგარიშზე 681 გამარჯვება და 615 მარცხია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში