ავსტრალიის ღია პირველობა ჩოგბურთში იტალიელმა იანიკ სინერმა მოიგო

29 იანვარი 2024, 09:08 340 ნახვა

იტალიელი იანიკ სინერი მამაკაცთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის 2024 წლის გათამაშების გამარჯვებულია. ფინალში მან დანიილ მედვედევი ხუთ სეტში, 3:6, 3:6, 6:4, 6:4, 6:3 დაამარცხა. იტალიელი ჩოგბურთელისთვის ეს პირველი ფინალი და გამარჯვება იყო დიდი სლემის ტურნირებზე.

რაც შეეხება დანიილ მედვედევს, მან ავსტრალიაში მესამე ფინალი წააგო, სულ კი კარიერაში ექვსჯერ უთამაშია დიდი სლემის ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში.

მედვედევისთვის წარმატებული მხოლოდ 2021 წლის ამერიკის ღია პირველობის ფინალი იყო, რომელშიც მან ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი