რუსულმა ძალებმა დონეცკისა და ხერსონის დასახლებული რაიონები დაბობმეს.
დონეცკში სარაკეტო თავდასხმა ქალაქ ჰირნიკზე განხორციელდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.
ხერსონში კი ჭურვი საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაეცა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში 58 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მათივე ცნობით, მტერმა 6 სარაკეტო და 97 საჰაერო დარტყმა განახორციელა.
უწყების განმარტებით, გასულ ღამეს ოკუპანტებმა მორიგი საავიაციო დარტყმა bpla ტიპის "shahed-136/131"-ის გამოყენებით განახორციელეს. რუსულმა ძალებმა 14 დრონი გაუშვეს, საიდანაც 11 დრონი უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს.