ტოჩინოშინს სუმოდან 4 თებერვალს გააცილებენ

24 იანვარი 2024, 20:02 890 ნახვა

ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს 4 თებერვალს დიდი სუმოდან გააცილებენ.

გამოსამშვიდობებელი ცერემონია დაგეგმილია "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში, სადაც დანპაცუ-შიკის (თმის შეჭრის) რიტუალში მონაწილეობას მიიღებს სუმოს ბევრი მოქმედი თუ ყოფილი ლეგენდა.

ცერემონიაზე დასასწრები ბილეთები აქტიურად იყიდება. ტოჩინოშინი კი ამ ღონისძიებაზე იაპონიაში მყოფ ყველა ქართველს ეპატიჟება და ბილეთებს უსასყიდლოდ გადასცემს.

“იაპონიაში მცხოვრებ ან ვიზიტით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ვისაც სურვილი აქვს დაესწროს ცერემონიალს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 

ელექტონული ფოსტის მისამართზე:
Tokyo.emb@mfa.gov.ge, 
ან ტელეფონის ნომერზე: 03 5575 6091 “ - წერია იაპონიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი სუმოს კლუბ “კასუგანო ბეიას” რიკიში იყო, მისი დებიუტი კი 2006 წლის მარტის ბაშოზე შედგა. ქართველი სუმოისტი ჯამში 102 ბაშოზე გამოვიდა.

ლევანმა ერთხელ 2018 წლის იანვარში მოიგო უმაღლესი ჯილდო იმპერატორის თასი.  7 ბაშოს განმავლობაში ის ოძეკის რანგში ჭიდაობდა.

საერთო ჯამში ტოჩინოშინის ანგარიშზე 681 გამარჯვება და 615 მარცხია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი