„ტენერიფემ“ მოიგო, შერმადინი მატჩის MVP გახდა

22 იანვარი 2024, 11:55 406 ნახვა

შერმადინის „ტენერიფემ“ მატჩი მოიგო, თავად შერმადინი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ტენერიფემ ლიგა ენდესას მე-19 ტურში ობრადოიროს 11 ქულით აჯობა და სეზონში მეათე გამარჯვება მოიპოვა. გიორგი შერმადინმა პარკეტზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა, რაც საუკეთესო შედეგი იყო და მატჩის MVP-ეც გახდა. ტენერიფე 10 მოგებითა და 9 მარცხით ესპანეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა. შერმადინის გუნდს 20 ქულა აქვს და მომდევნო ტურში მურსიას საკუთარ არენაზე უმასპინძლებს, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩამდე, გიორგის ტენერიფე ჩემპიონთა ლიგაზე პინარ ქარშიაქას ესტუმრება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი