საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

15 დეკემბერი 2023, 12:45 486 ნახვა

ბათუმში გრძელდება მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც 14 დეკემბრიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავენი ჩაებნენ. მწვრთნელები ასვენებენ მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის ორივე მედალოსანს, ჩემპიონს ლერი აბულაძეს და ფინალისტ ნუგზარ წურწუმიას. ამათ გარდა, ჭიდაობს ნაკრების ყველა ლიდერი. თავიდან, პირველ საშეჯიბრო დღეს ხალიჩაზე 55, 63, 72, 82 და 97 კგ-ების წარმომადგენლები გავიდნენ. მსოფლიო ჩემპიონის ლერი აბულაძის წონაში ფინალში ერთმანეთს მასპინძელი მოგვარეები - რატი და ანრი ხოზრევანიძეები შეხვდებიან. ფინალში იჭიდავებს აჭარის საჭიდაო სკოლის კიდევ ორი წარმომადგენელი გელა ბოლქვაძე თორნიკე ძამაშვილს, ხოლო ოთარ აბულაძე გიორგი ჩხიკვაძეს დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი