ქართველი ფეხბურთელები ევროტურნირებზე 

01 დეკემბერი 2023, 09:50 353 ნახვა

ევროპალიგის მე-5 ტურში შტურმმა პოლონურ რაკუვს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა, რითაც ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. თუმცა, კონფერენსლიგაზე გადასასვლელად სპორტინგთან სტუმრად გამარჯვება სჭირდება.

„აიაქსის“ რიგებში კვლავ არ უთამაშია გიორგიმ იქაუტაძეს, რომლის გუნდი მარსელთან სტუმრად 3:4 დამარცხდა. კონფერენსლიგის მე-5 ტურში მოიგო ბრატისლავის სლოვანმა, რომელმაც ფარერებზე კლაკსვიკი 2:1 დაამარცხა. სლოვაკური გუნდის რიგებში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ.

სლოვანი ამ გამარჯვებით ჯგუფიდან მეორეადგილოსნის სტატუსით გავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში