გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „ჰორნეტსი“ დაამარცხა

27 ნოემბერი 2023, 09:41 337 ნახვა

ენ-ბი-ეის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში „ორლანდო მეჯიქმა“ „შარლოტ ჰორნეტსს“ უმასპინძლა და 130:117 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ცენტრი „ორლანდოს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო. გოგა ბითაძემ 20 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.

ეს იყო „ორლანდოს“ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მიმდინარე სეზონში.

ამ მაჩვენებლით ის აღმოსავლეთის კონფერენციაში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს „მილუოკისთან“.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში