ქართველი ძალოსანი მარიამ მურღვლიანი მექსიკაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 102 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო აკვრაში 123 კილოგრამი დაძლია. მარიამმა ატაცსა და აკვრაში ოქროს მედლები მოიპოვა და ორჭიდში დაგროვილი 225 კილოგრამით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა გურამ ვეკუა. ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების წევრებისთვის გიორგი კირვალიძის მიერ მოპოვებული ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაიხურა.
საერთო ჯამში ქართველმა ძალოსნებმა ათი მედალი მოიპოვეს.