აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებმა მოლაპარაკებები გამართეს

16 ნოემბერი 2023, 11:18 519 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად შეხვდა ჩინეთის ლიდერს. მოლაპარაკებების მიზანი ორ სახელმწიფოს შორის არსებული უთანხმოების მოგვარება იყო ისეთ საკითხებში, როგორიცაა სამხედრო კონფლიქტები, ნარკოტიკების ტრეფიკინგი და ხელოვნური ინტელექტი.

ჯო ბაიდენის თქმით, შეხვედრაზე რეალურ პროგრესს მიაღწიეს. ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათ შორის კონკურენცია „კონფლიქტში არ გადაიზარდოს“. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი