საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში 

13 ნოემბერი 2023, 13:56 386 ნახვა

დუშეთში დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელშიც 15 რაიონის 110 ძალოსანი ასპარეზობდა. აჭარის ნაკრებმა საერთო ჯამში 11 ოქრო, 4 ვერცხლი და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გუნდურ ჩათვლაში კი 730 ქულა დააგროვა და  პირველი ადგილი დაიკავა. მეორეზე საჩხერის, მესამეზე კი ზუგდიდის გუნდები გავიდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში