ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში ბოლონიის „ვირტუსის“ მოგებათა სერია მადრიდის რეალმა შეწყვიტა. იტალიური კლუბი ესპანელებთან 74:100 დამარცხდა.
მასპინძლებმა წარმატებას გუნდის ლიდერის, ფაგუნდო კამპაცოს დამსახურებით მიაღწიეს, რომელმაც ვირტუსს 18 ქულა ჩაუგდო და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე კი 12 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი იყო.
რეალს ექვსიდან ექვსი გამარჯვება აქვს, ვირტუსმა კი მეორედ წააგო და ბალანსი ხუთი ორზეა.
14 ნოემბერს იტალიურ დერბიში ბოლონიელები ოლიმპია მილანოს დაუპირისპირდებიან.