უ-ეფ-სის პრეზიდენტის თქმით, ორგანიზაციამ თებერვალში ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარზე ჩხუბი ჩანიშნა - ჩემპიონ ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ ოქტაგონზე ილია თოფურია გავა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა გახლავთ, როცა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ტიტულისთვის ბრძოლას ქართველი სპორტსმენი ჩაატარებს.
ვოლკანოვსკის უ-ეფ-სი-ში მხოლოდ ორი მარცხი აქვს - ორივეჯერ მსუბუქი წონის ჩემპიონ ისლამ მახაჩევთან დამარცხდა.
ილია თოფურიას კი კარიერაში წაგება არ აქვს - ქართველმა "მატადორმა", ჯამში, 14 ჩხუბი მოიგო, აქედან ექვსი კი, უეფსი-ში. ბრძოლა 2024 წლის 18 თებერვალს გაიმართება.