საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა „ბუქარესტი“ დაამარცხა 

03 ნოემბერი 2023, 13:10 480 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინული კლუბი ბუქარესტი 31-21 დაამარცხა და მიმდინარე სანაკრებო კვირეულზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი კვლავ რუმინეთის ჩემპიონატის ცხრამეტგზის გამარჯვებულ და გასული სეზონის ჩემპიონთან ბუქარესტთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, სადაც ე ჯგუფში შვედეთს, ნიდერლანდებსა და ბოსნია ჰერცოგოვონას დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი