ქედაში მცხოვრებ წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენებსა და ,,მხიარულთა და საზრიანთა კლუბის,, წევრებს აჭარის მინი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ქედის მერი შეხვდნენ. შეხვედრაზე აჭარის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქს შორის ჩატარებული მინი ფეხბურთის ტურნირში გამარჯვებული გუნდის მოთამაშეები სხვადასხვა კატეგორიაში დაჯილდოვდნენ. ეს მინი ფეხბურთის გუნდის რიგით მეორე გამარჯვებაა.
ასევე დაჯილდოვდნენ "აჭარის რეგიონული ლიგის’’ გამარჯვებული გუნდი „ცოლიკაური" და "პეინტბოლის" ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდები.
ქედის გუნდი ‘’ცოლიკაური’’ მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართული შეჯიბრების გამარჯვებულია, ამჯერად კი პირველი ადგილი მუნიციპალიტეტებსა და ქალაქს შორის გამართულ შეჯიბრში მოიპოვა. გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადაეცათ.