ხელვაჩაურის სპორტსკოლაში ავღანეთში გმირულად დაღუპული მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ჩემპიონატი გაიმართა მინი ფეხბურთში. ჩემპიონატში 2010-2011 წელს დაბადებული ვაჟთა ექვსი ჯგუფი მონაწილეობდა. გამარჯვებულები თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.
ხელვაჩაურის სპორტსკოლა კაპრალ მინდია აბაშიძის სახელობის ტურნირს ყოველწლიურად მასპინძლობს.
კაპრალი მინდია აბაშიძე 2011 წელს ავღანეთში მშვიდობიანი მისიის დროს, საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა.