თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში მეხუთე შეხვედრა ნაპოლის წინააღმდეგ გასვლაზე ჩაატარა და მეხუთე გამარჯვება მოიპოვა - 88:75. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო. მან 16 წუთში 12 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ხუთი მოგებითა და არცერთი მარცხით ვირტუს ბოლონია სერია A-ს ცხრილს ვენეციასთან ერთად ლიდერობს. მომდევნო თამაშს შენგელიას გუნდი ევროლიგაზე, ანადოლუ ეფესის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 3 ნოემბერს გაიმართება.