რომეო ბერიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

29 ოქტომბერი 2023, 10:03 431 ნახვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რომეო ბერიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი მოჭიდავე ფინალში რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებული გუნდის წევრთან, ანვარ ალახიაროვთან დამარცხდა.

დღეს, ტურნირის დასკვნით დღეს ქართველი ფალავნები – გიორგი თოხაძე და ხვიჩა ანანიძე ფინალურ ბლოკში იჭიდავებენ.

თოხაძე მსოფლიო პირველობაზე ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება, ანანიძე კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში