ელ-კლასიკოში „ბარსელონა“ „რეალთან“ დამარცხდა

29 ოქტომბერი 2023, 10:18 421 ნახვა

ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში „ბარსელონა“ სახლში „რეალთან“ 1:2 დამარცხდა. დებიუტში მასპინძლები გიუნდოგანმა კატალონიურ გუნდში სადებიუტო გოლით დააწინაურა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმში კი ბელინგემმა დუბლი შეასრულა და მადრიდელებს გამარჯვება მოუტანა.

28-28 ქულით ლიდერები "რეალი" და "ჟირონა" არიან, "ბარსელონა" 24 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო 22 ქულით მეოთხე პოზიციაზე "ატლეტიკოა", რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „სტადიო მარადონაზე“ „მილანს“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში