თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ევროლიგაზე „ვილერბანი“ დაამარცხა 

28 ოქტომბერი 2023, 10:01 486 ნახვა

ევროლიგის მეხუთე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ ფრანგულ „ვილერბანს“ ესტუმრა და 87:84 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თანაგუნდელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მან მხოლოდ 6 წუთი დაისვენა. საბოლოოდ კი 34 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით შენგელია მატჩში საუკეთესო იყო.

„ვირტუსს“ ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში 5 მატჩში 4 მოგება აქვს და „ბარსელონასა“ და „ვალენსიასთან“ ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი