მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 

27 ოქტომბერი 2023, 10:01 506 ნახვა

დღეს ტირანაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობა ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართება, ამათგან სამი აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელია: რომეო ბერიძე, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი ახალგაზრდებში დიეგო ჩხიკვაძე და მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონის ლერი აბულაძის უმცროსი ძმა ოთარ აბულაძე. მათ გარდა ალბანურ ხალიჩაზე ევროპის მესამე პრიზიორი საბა მამალაძე და ლაშა ტვილდიანი იჭიდავებენ.

ამ ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატი 2017 წლიდან ტარდება. ხუთ შეჯიბრებაზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 20 მედალი მოიპოვეს. ამათგან 6 ოქრო, 8 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი